ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ბელგიაში 2026/2027 წლების ზამთრის ფრენების სეზონისთვის ოპერაციების მნიშვნელოვანი შემცირება გამოაცხადა. გადამზიდავი ამ გადაწყვეტილების მიზეზად ავიამგზავრებზე ადგილობრივი გადასახადის ზრდას ასახელებს.

საერთო ჯამში, ბიუჯეტური ავიაკომპანია 20 მარშრუტს გააუქმებს, რაც დაახლოებით 1.1 მილიონი მგზავრის ადგილის შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, გადამზიდავი ბელგიის ბაზებიდან ექვს თვითმფრინავს გაიყვანს და სხვა ევროპულ ბაზრებზე გადაიტანს.

Ryanair-ის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ ბელგიის ფედერალურ მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის ხელმძღვანელობით, სასწრაფო მიმართვით მიმართა და საგადასახადო ზომების გაუქმება მოითხოვა. ავიაკომპანიაში ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებების გამო, ბელგიის ბაზარი ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდება. 2027 წლის იანვარში ბელგიაში საჰაერო მგზავრების გადასახადი ერთ ადამიანზე 2 ევროდან 7 ევრომდე გაიზრდება. Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ აღნიშნა, რომ ეს 250%-იან ზრდას წარმოადგენს.

ვრცლად 34travel.me – ზე