Apple-მა წელს iPhone 18 Pro, iPhone 18 Pro Maxდა პირველი დასაკეცი სმარტფონი, iPhone Duo, წარადგინა. ალტა, Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, iPhone Duo-ს გაყიდვებს 30 ოქტომბრიდან იწყებს.

რა წარადგინა Apple-მა წელს 

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონტერნუსმა iPhone Duo-ს პირველი iPhone-ისშემდეგ ყველაზე გარდამტეხი ცვლილებაუწოდა. 

 iPhone 18 Pro და Pro Max ახალ, 2-ნანომეტრიან A20 Pro ჩიპზე მუშაობს, რომლის პროცესორი წინა თაობაზე 20%-მდე უფრო სწრაფია. 

iPhone Duo გაშლილ მდგომარეობაში ყველაზე თხელი iPhone-ია 7.6-ინჩიანი ეკრანით. დაკეცილი, 5.4-ინჩიანი გარე ეკრანით, ჯიბეში თავისუფლად ეტევა. კორპუსი ტიტანისაა, დაცვა- IP68.  

iPhone-ზე პირველად შეგიძლია ერთდროულად ორი აპლიკაციით ისარგებლო, ხოლო მისი გაძლიერებული ელემენტი 31 საათამდე ვიდეოს უწყვეტ ყურებას უზრუნველყოფს.

ალტა -  Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში 

ტექნიკის მაღაზია ალტა Apple-ის ავტორიზებული წარმომადგენელია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს Apple-ის უახლესი და ორიგინალი ტექნიკის შეძენა შეუძლია. 

რატომ ღირს iPhone-ის ოფიციალურად შეძენა  ბრენდთან ავტორიზებული პარტნიორობის ფარგლებში, ალტას ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიებში შეძენილ ტექნიკაზე ოფიციალური საგარანტიო პირობები ვრცელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოდელი საქართველოს ბაზარზეა მორგებული და მომხმარებელი ავტორიზებულ სერვისს იღებს.