პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება "ძალიან სამწუხარო" ფაქტია, თუმცა "ქართული ოცნების" გუნდი კორუფციულ გარიგებებს დაუსჯელს ვერ დატოვებს. ბურ

"რა თქმა უნდა, ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით,- თქვა ირაკლი კობახიძემ.