ფლორიდაში ლატარეა Mega Millions- ში 1,58 მილიარდი დოლარი გათამაშდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 1,58 მილიარდი დოლარი ლატარიის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხაა, იღბლიანმა მოთამაშენ ლატარიის ბილეთი ფლორიდაში იყიდა და ექვსივე ციფრი დაამთხვია.
გამარჯვებულს მოუწევს არჩევანი გააკეთოს მიიღოს 1,58 მილიარდი დოლარი წლიურად ან 783 მილიონი დოლარი ერთიანად.
Mega millions - ის ბოლო ჯეკპოტი 20 მილიონი დოლარი იყო და იგი ნიუ იორკში გათამაშდა.