ფინეთში, ქვანახშირზე მომუშავე ბოლო თბოელექტროსადგური (CHP) დაიხურა სალმისაარის რეგიონში. ამის შესახებ იტყობინება ენერგეტიკული კომპანია Helen, რომელიც სადგურს ფლობდა. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
Helen–ის შეფასებით, ქარხნის გათიშვის შემდეგ ქვეყანაში სათბურის გაზების წლიური ემისიები 2024 წელთან შედარებით 50%-ით შემცირდება, ხოლო ჰელსინიკში დაახლოებით 30%-ით.
„ქვანახშირის ეპოქის“ დასრულების პატივსაცემად, ელექტროსადგურში სიმბოლური ღონისძიება გაიმართა - საკვამურიდან მწვანე კვამლი გამოუშვეს.