ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ამის შესახებ ინფანტინომ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეწინააღმდეგება აკრძალვებსა და ბოიკოტებს, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ სიძულვილს იწვევს ხალხში.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გააუქმოს თუ არა ფიფა-მ რუსეთისთვის დაწესებული აკრძალვები, ინფანტინომ დადებითად უპასუხა.
„აუცილებლად. უნდა გავაუქმოთ. დიახ. ახალგაზრდულ დონეზე მაინც. ამ აკრძალვამ არაფერი მოიტანა. კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუება და სიძულვილი მოიტანა. რუსი ბიჭებისა და გოგონებისთვის ევროპის სხვადასხვა ნაწილში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობის მიცემა, შეიძლება, სასარგებლოც გამოდგეს“, – განაცხადა ინფანტინომ.
ფიფა-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სურს, შეცვალოს წესები, რათა არასდროს მოხდეს რომელიმე ქვეყნისთვის აკრძალვების დაწესება საერთაშორისო შეჯიბრებებში პოლიტიკური ლიდერების ქმედებების გამო.
1tv.ge