მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) აფრიკის ერთა თასის დასრულების შემდეგ სანაკრებო რეიტინგი განაახლა.

საქართველოს ეროვნულ გუნდს ცვლილება არ შეხებია. ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები რეიტინგში 1347.88 ქულით 73-ე პოზიციას იკავებს. ლიდერი კი კვლავ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია.

კლასიფიკაციაში მეორე ადგილს იკავებს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული გუნდი, ხოლო საფრანგეთი მესამეა. ათეულშია მაროკო, რომელმაც აფრიკის თასის ფინალში სენეგალთან წააგო.

ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგის ათეული:

1. ესპანეთი – 187.18 ქულა

2. არგენტინა – 1873.33

3. საფრანგეთი – 1870

4. ინგლისი – 1834.12

5. ბრაზილია – 1760.46

6. პორტუგალია – 1760.38

7. ნიდერლანდები – 1756.27

8. მაროკო – 1736.57

9. ბელგია – 1730.71

10. გერმანია – 1724.15

წყარო: პირველი არხი