PwC-ის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული გლობალური კვლევის თანახმად, 10-დან მხოლოდ სამი აღმასრულებელი დირექტორია დარწმუნებული მათი კომპანიების შემოსავლების ზრდის პერსპექტივებში მომდევნო წელს, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გასული წლის ბოლოს 95 ქვეყანაში, 4000-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორის ყოველწლიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი გაურკვევლობის წინაშე დგანან გლობალური პოლიტიკური მოვლენების, მზარდი კიბერსაფრთხეების და იმის გამო, თუ რას ნიშნავს ტექნოლოგიური ცვლილებები მათი ბიზნესისთვის.

ყოველი მეხუთე აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მათი კომპანიები ძალიან დაუცველები არიან სავაჭრო ტარიფებით გამოწვეული ზარალის მიმართ, ხოლო მესამედმა კიბერრისკები სერიოზულ საფრთხედ დაასახელა. კიდევ უფრო დიდი წილი - 42% - შეშფოთებულია იმით, თუ როგორ იმოქმედებს ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპი მათ კომპანიებზე.

„აღმასრულებელი დირექტორების ყველაზე დიდი კითხვა ის არის, საკმარისად სწრაფად გარდაიქმნებიან თუ არა ისინი, რათა ფეხი აუწყონ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს“, - ასკვნის კვლევა.

ვრცლად Reuters – ზე