ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ წარმოადგინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი. ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

„მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი პირველია ისტორიაში, რომელიც სამ ქვეყანაში გაიმართება. ტურნირის ოფიციალური პოსტერი ასახიერებს თანამშრომლობის, მღელვარებისა და ერთიანობის უნიკალურ მომენტს.

პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სამმა მხატვარმა გააერთიანა თავისი ძალისხმევა ოფიციალური პოსტერის შესაქმნელად. მხატვრებმა კარსონ ტინგმა (კანადა), მინერვა GM-მა (მექსიკა) და ჰენკ უილის ტომასმა (აშშ) გააერთიანეს თავიანთი ტალანტი და სამხატვრო სტილი, რათა შეექმნათ ნაწარმოები, რომელიც ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ აერთიანებს სამყაროს ფეხბურთისადმი საერთო ვნება“, – წერია FIFA-ს განცხადებაში.

წყარო: პირველი არხი