იტალიურმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა Ferrari N.V.-მ 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგებისა და შემოსავლების ზომიერი ზრდა დააფიქსირა. აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 425 მილიონი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 413 მილიონი ევრო.
EBITDA 6%-ით გაიზარდა და 709 მილიონ ევროს მიაღწია, ხოლო EBIT 8%-ით და 552 მილიონ ევროს.
Ferrari-ს შემოსავალი მეორე კვარტალში 4%-ით გაიზარდა და 1.787 მილიარდ ევროს მიაღწია.
საანგარიშო კვარტალში კომპანიამ 3,494 ავტომობილი გაყიდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3,484. ყველაზე დიდი მოთხოვნა 296 GTS, Purosangue და Roma Spider მოდელებზე იყო.