აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (Fed) საბაზო საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 3.5%-დან 3.75%-მდე დიაპაზონში შეინარჩუნა. 

Fed-ის 12-ვე წევრმა განაკვეთის შენარჩუნებას მისცა ხმა.

„ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით იზრდება, მიუხედავად გაზრდილი გაურკვევლობისა, ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო.

ინფლაცია კვლავ 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია, რაც ნაწილობრივ ასახავს მიწოდების შოკებს, რომლებმაც ფასების ზრდა გამოიწვია გარკვეულ სექტორებში, მათ შორის ენერგორესურსების ფასებში. კომიტეტი უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

www.interfax.ru