19-21 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ჰაბად იქცევა. Global Tech Weekend-ი ინოვაციების, მეწარმეობისა და თანამედროვე მიღწევების გარშემო წამყვან პროფესიონალებსა და საინტერესო იდეებს მოუყრის თავს.

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსიები და თემატური გამოსვლები ინდუსტრიის აქტუალურ საკითხებზე. 20 ივნისს, სესიის - “Transforming Enterprises for the Digital Era” - ერთ-ერთი სპიკერი სელფის ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი, ია კუპატაძე იქნება. ის ვრცლად ისაუბრებს ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე თანამედროვე ბიზნესის განვითარებაში.

 

როგორც პროექტის მხარდამჭერი, სელფი აქტიურად უწყობს ხელს გამოცდილების გაზიარებას, ცოდნის გაცვლასა და პარტნიორობის ახალი პერსპექტივების გაჩენას.

 

„ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების გვერდით დგომა, რომლებიც ქვეყანაში პროგრესსა და ციფრულ წინსვლას ემსახურება. გვჯერა, რომ სწორედ მსგავსი კოლაბორაციები ქმნის საუკეთესო პლატფორმას მომავლის შესაძლებლობებისთვის“, - აცხადებენ სელფი მობაილში.

 

🔗 დეტალურად: Global Tech Weekend - Tbilisi 2026