„თუ გვინდა, რომ ქარისა და მზის პოტენციალი ავითვისოთ, მაშინ გვჭირდება წყალსაცავიანი ჰესების აშენება“, - ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას GREDA-ს პროექტის მენეჯერმა მატა გორდეზიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქარისა და მზის სადგურებს აუცილებლად სჭირდებათ მაბალანსებელი სადგური, კერძოდ, წყალსაცავიანი ჰესები.

ქარისა და მზის სადგურებს აუცილებლად სჭირდებათ მაბალანსებელი სადგური, რომელიც მუდმივად შეძლებს ელექტროენერგიის გამომუშავებას. ასეთი მაბალანსებელი სადგური არის წყალსაცავიანი ჰესი. თუკი ჩვენ გვინდა, რომ მომავალში ქარისა და მზის პოტენციალი ავითვისოთ, მაშინ გვჭირდება წყალსაცავიანი ჰესების აშენება.

ძალიან მნიშვნელოვანია რომ ენერგეტიკულ სისტემას შევხედოთ როგორც ერთიანსა და კომპლექსურს, რადგან ყველა ჯაჭვი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ხოლო რომელიმე კომპონენტს თუ ამოვაგდებთ ამ ჯაჭვიდან მივალთ კრიზისულ მდგომარეობამდე. რეალურად ჩვენ ახლა აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რომელიმე კომპონენტზე უარი ვთქვათ“, - აცხადებს მატა გორდეზიანი.