ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის მაისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.1 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წლიურად 158 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩენებელია.
საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.3 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 855 მილიონი დოლარის ვალი აქვს.
საგარეო ვალის სტატისტიკა (2026 წლის მაისი):
| კრედიტორი | ჯამური ვალი |
| აზიის განვითარების ბანკი (ADB) | $2.51 მილიარდი დოლარი; |
| მსოფლიო ბანკი | $2.28 მილიარდი დოლარი; |
| ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | $1.19 მილიარდი დოლარი; |
| საფრანგეთი | $855 მილიონი დოლარი; |
| გერმანია | $567 მილიონი დოლარი; |
| ევრობონდი | $504 მილიონი დოლარი; |
| ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ | $289 მილიონი დოლარი; |
| აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | $241 მილიონი დოლარი; |
| ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | $219 მილიონი დოლარი; |
| ევროკავშირი | $153 მილიონი დოლარი; |
| მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ | $135 მილიონი დოლარი; |
| იაპონია | $109 მილიონი დოლარი; |
| სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | $36 მილიონი დოლარი; |
| ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | $16 მილიონი დოლარი; |
| ავსტრია | $9 მილიონი დოლარი; |
| ქუვეითი | $6 მილიონი დოლარი; |
| სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | $5 მილიონი დოლარი; |
| ამერიკის შეერთებული შტატები | $4 მილიონი დოლარი. |