Apple თავის პროდუქტებზე ფასების გაზრდას გეგმავს, რათა ოპერატიული მეხსიერებისა და შენახვის ჩიპების მზარდი ხარჯების კომპენსირება მოახდინოს, - ამის შესახებ Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნის ზრდამ სამომხმარებლო ელექტრონიკის კომპანიები აიძულა, ძირითადი კომპონენტების შემცირებული მარაგისთვის ხისტი კონკურენცია გაეწიათ, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ამ თვის დასაწყისში, ავტომწარმოებლების, საცალო ვაჭრობის, ელექტრონიკის კომპანიებისა და სხვა ინდუსტრიების წარმომადგენელმა ჯგუფებმა გააფრთხილეს, რომ მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა აშშ-ში სამომხმარებლო საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს და მიწოდების ჯაჭვები დაარღვიოს.

ვრცლად Reuters-ზე