საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) უახლესი პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2025“ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და მოსახლეობის კვების რაციონის შესახებ დინამიკას აჩვენებს. სასურსათო ბალანსების მიხედვით, ერთის მხრივ, იზრდება მოქალაქეების მიერ ძირითადი პროდუქტების მოხმარება, თუმცა, მეორეს მხრივ, სტრატეგიულ მიმართულებებში ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მცირდება.
რამდენ საკვებს მოიხმარს საქართველოს მოქალაქე წელიწადში?
2025 წლის მონაცემებით, წინა 2024 წელთან შედარებით, მოხმარება თითქმის ყველა ძირითად კომპონენტში გაზრდილია, კლება კი მხოლოდ ხორცის სახეობებში ფიქსირდება.
საქსტატის მიხედვით, ერთი სული მოსახლის საშუალო წლიური მოხმარება ასე გამოიყურება:
-
რძე და რძის პროდუქტები : 201 კგ (მაჩვენებელი გაიზარდა 7 კგ-ით).
-
კვერცხი: 166 ცალი (გაიზარდა 3 ცალით).
-
ხორბლის ფქვილი: 111 კილოგრამი (გაიზარდა 3 კგ-ით).
-
ბოსტნეული: 60 კილოგრამი (გაიზარდა 5 კგ-ით).
-
კარტოფილი: 48 კილოგრამი (გაიზარდა 1 კგ-ით).
-
სიმინდი: 36 კილოგრამი (გაიზარდა 3 კგ-ით).
-
ყურძენი და ღვინო: 18 კილოგრამი (გაიზარდა 3 კგ-ით).
რაც შეეხება ხორცპროდუქტებს, აქ ტენდენცია კლებადია:
-
ფრინველის ხორცი: 22 კილოგრამი (კლება 1 კგ).
-
ღორის ხორცი: 16 კილოგრამი (კლება 1 კგ).
-
საქონლის ხორცი: 8 კილოგრამი (კლება 1 კგ).
-
ცხვრისა და თხის ხორცი: 1 კილოგრამი (მაჩვენებელი არ შეცვლილა).