საქართველოში 2025 წელს ბრინჯის იმპორტმა 30.6 მლნ ლარი შეადგინა და ბაზარზე 60 ეკონომიკური აგენტი ოპერირებდა. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი.
ბრინჯის იმპორტის ძირითად წილს 5 კომპანია ინაწილებს. იმპორტი ძირითადად ინდოეთიდან (57%) და პაკისტანიდან (19%) ხორციელდება.
GCCA- კვლევის მიხედვით, მაკარონის იმპორტის 75%-ს ხუთი კომპანია ინაწილებს. მათივე ინფორმაციით, ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია და ქვეყანაში საერთო ჯამში 75 კომპანია ოპერირებს.
2025 წელს მაკარონის იმპორტის ღირებულებამ 29 მილიონ ლარს, ხოლო მოცულობამ 10 ათას ტონას გადააჭარბა. იმპორტის 45% იტალიიდან ხორციელდება. ოთხეულში რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან.