Pfizer-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა, რამაც სხვა ფარმაცევტული კომპანიების აქციების ზრდაც გამოიწვია. ეს კომპანიებია AstraZeneca, GSK და Novartis-ი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Dow Jones-ის ინდექსში შემავალმა კომპანიამ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიაღწია შეთანხმებას 100%-იანი ფარმაცევტული ტარიფის თავიდან აცილების შესახებ.
გარიგების თანახმად, Pfizer-ი თავისი პრეპარატების მნიშვნელოვან ნაწილს პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების მიზნებისთვის გაყიდის, ზოგიერთი პრეპარატის რეალიზაცია კი 50-დან 58%-მდე ფასდაკლებით მოხდება ახალი სახელისუფლებო საიტის TrumpRx-ის საშუალებით, რომლის მიზანიც წამლების პირდაპირი წესით გაყიდვაა. ასევე, Pfizer-ი უფრო იაფფასიან პრეპარატებს სახელმწიფო Medicaid-ის სამედიცინო პროგრამებს მიყიდის.
ტარიფის ამოქმედება ოთხშაბათს იყო მოსალოდნელი, თუმცა, სხვადასხვა ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ მისი ამოქმედება გადადო, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს მეტი დრო ჰდონდეთ Pfizer-ის მსგავსი გარიგებების დასადებად. Pfizer-ი ტარიფს სამი წლის განმავლობაში თავს არიდებს იმ პირობით, რომ კომპანია აშშ-ის ტერიტორიაზე საწარმო ობიექტებში ინვესტირებას გააგრძელებს.
ეს გარიგება კარგი ამბავია იმ ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომელთაგან ბევრმა უკვე ჩადო ინვესტიცია აშშ-ში საწარმოების მშენებლობაში. ივლისში AstraZeneca-მ პირობა დადო, რომ 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა შტატებში თავისი საქმიანობის გასაფართოებლად. ამ თვის დასაწყისში კი GSK-მ განაცხადა, რომ აშშ-ში თავის საწარმოო სიმძლავრეებს 30 მილიარდი დოლარით გააფართოვებდა. Novartis-ი კი აშშ-ში 23 მილიარდი დოლარის ჩადებას განიხილავს.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გარიგება იგეგმება.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრობლემის წინაშე დგას.
კერძოდ, ჯენერიკული მედიკამენტები იაფია, მათი მოგება კი - ძალიან მცირე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჯენერიკულ მწარმოებელს შეიძლება ჰქონდეს საკმარისი კაპიტალი აშშ-ში წარმოების ასაშენებლად, ამის გაკეთებას აზრი არ აქვს. შესაბამისად, შეერთებულ შტატებში ჯენერიკული მედიკამენტების წარმოება ძალიან ძვირია.
ამიტომ, გაფრთხილებები წამლების დეფიციტის შესახებ, თუ ჯენერიკულ მედიკამენტებზე ტარიფები დაწესდებოდა (რაც ჯერჯერობით არ მომხდარა), ძალიან რეალური იყო, თუ ჯენერიკულ მედიკამენტებზე ტარიფები ეტაპობრივად დაწესდებოდა.
ექსპერტების განმარტებით, აშშ სხვა ქვეყნებზე წარმოუდგენლად არის დამოკიდებული ჯენერიკული მედიკამენტების მხრივ, კერძოდ კი ჩინეთზე ანტიბიოტიკების კუთხით.
გარდა ამისა, ანალიტიკოსების თქმით, არსებობს რისკი, რომ ფარმაცევტულმა ტარიფებმა შესაძლოა ბიოტექნოლოგიური ინოვაციების ნაწილი შეაფერხოს.
„რეალური რისკი მცირე ბიოტექნოლოგიური კომპანიებისთვისაა, რომლებსაც შეიძლება მოუწიოთ არჩევანის გაკეთება მეცნიერების დაფინანსებასა და წარმოებაში ინვესტირებას შორის“, - აცხადებენ ექსპერტები.