ევროპული კომპანია EOS-X Space სტრატოსფეროში ფრენების დაწყებას 2025 წელს აანონსებს. გამგზავრება მოხდება ესპანური სევილიადან და აბუ დაბიდან.

ეკოლოგიურად სუფთა კაფსულებს სტრატოსფეროში  8 ადამიანის გადაყვანა შეუძლიათ. ისინი მიწიდან 40 000 მეტრ სიმაღლეზე ავლენ. მოგზაურებს დედამიწასა და სივრცეზე დაკვირვება 5 საათის განმავლობაში შეეძლებათ. ფრენის ფასები ერთი ადამიანისთვის 150 000 ევროდან 200 000 ევრომდე მერყეობს.

ახლა კომპანია ამ მოწყობილობის განვითარების ბოლო ეტაპებზეა.

avianews.ge