სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის გამო, ევროპული ავიაკომპანიები ამცირებენ ფრენებს ისეთ პოპულარულ მიმართულებებზე, როგორიცაა დუბაი და დოჰა, მაგრამ ზრდიან ფრენების რაოდენობას ალტერნატიულ სამოგზაურო მიმართულებებზე.

Lufthansa-მ მიუნხენსა და სინგაპურს შორის ოთხი რეისი და კეიპტაუნის მიმართულებით ორი რეისი დაამატა. გარდა ამისა, მარტის დასაწყისში კომპანიამ ფრანკფურტიდან კუალა-ლუმპურში კვირაში ხუთი რეისის დაწყება გამოაცხადა.

Austrian Airlines–მა გაზარდა ფრენების სიხშირე ვენიდან ბანგკოკში, ხოლო Air France–ი და British Airways–ი ახალ რეისებს ამატებენ ბანგკოკში, სინგაპურსა და დელში.

ვრცლად 34travel.me – ზე