აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და უთხრა, რომ ირანში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეწყვიტოს.

„მე ვუთხარი, რომ ეს არ გააკეთოს და ის ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სანაეტაკაიჩისთან შეხვედრისას.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი „დამოუკიდებლები“ ​​არიან, თუმცა „შესანიშნავად ურთიერთობენ“.

„ჩვენ შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენი ქმედებები კოორდინირებულია, მაგრამ ზოგჯერ ის რაღაცას გააკეთებს და თუ ეს არ მომეწონება, ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

1tv.ge