საქართველოს მთავრობამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არასასოფლო მიწის ნაკვეთები კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.
მთავრობის 533-ე და 534-ე განკარგულების მიხედვით, ინვესტორმა ყოველწლიურად, ჯამში 73 245 მ²-ის მიწით სარგებლობის საფასური ჯამში 81 470 ლარი უნდა გადაიხადოს და ქონება „სორგითი 1“ და „სორგითი 2“ ჰესების ასაშენებლად და ექსპლუატაციისთვის უნდა გამოიყენოს.
მიწების ნაკვეთები სოფელ ონჭევში, პიპილეთში, წოლაში, ქვედრულაში, სორგითში, ირიში, ბაჯიხევში და წედისშია.
დოკუმენტის მიხედვით, რომ საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ შორის, "სორგითი 1"-ის და „სორგითი 2 ჰესის“ აშენებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება 2026 წლის 29 იანვარს გაფორმდა.
ცნობისთვის, შპს განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია 2022 წელს არის რეგისტრირებული და მის 90%-ს სააქციო საზოგადოება რაჭა „გრინ ენერჯი“, 10%-ს კი მაკა საბანაძე ფლობს.