ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ხუთშაბათს გადადგომის შესახებ განაცხადა, რითაც ევროპისა და თავად ევროპის ცენტრალური ბანკისთვის მგრძნობიარე დროს მისი მომავლის შესახებ თვეების განმავლობაში მიმდინარე სპეკულაციები დასრულდა.

ლაგარდი თანამდებობას 7 თებერვალს დატოვებს. ეს ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებს მისცემს დროს, რათა მისი შემცვლელი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკმარისად ადრე შეარჩიონ — არჩევნებისა, რომელშიც, გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების ფავორიტი ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენია.

„ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა დღეს მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას აცნობა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს თანამდებობას დატოვებს“, — ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის პრესრელიზში.

ლაგარდის შემცვლელის მთავარ კანდიდატებად ნიდერლანდებისა და ესპანეთის ცენტრალური ბანკების ყოფილი გუბერნატორები კლაას კნოტი და პაბლო ერნანდეს დე კოსი ითვლებიან.

ლაგარდის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, ვრცელდება ვარაუდები მისი ვადაზე ადრე წასვლის შესახებ; ამ კონტექსტში, სავარაუდო მომავალ სამუშაო ადგილად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სახელდება.

ვრცლად reuters – ზე