2022 წლიდან 2023 წლამდე, ევროპის მასშტაბით თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 16%-ით გაიზარდა და $588 მილიარდი შეადგინა. ხოლო პოლონეთმა 2014 წელთან შედარებით, გააორმაგა. აღნიშნულ ინფორმაციას, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, euronews.com-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს სამი წევრი ქვეყნის გარდა (საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი), ყველამ გაზარდა სამხედრო ხარჯები.

როგორც ლორენცო სკარაზატომ, SIPRI-ის მკვლევარმა ასისტენტმა Euronews-სს განუმარტა, ევროპაში სამხედრო ხარჯები ყოველწლიურად იზრდება (2014 წლიდან), მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

„ეჭვგარეშეა, რომ 2023 წელს, ევროპაში სამხედრო ხარჯების გაზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა,“ - თქვა სკარაზატომ.

სამხედრო ხარჯები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

SIPRI-ის თანახმად, ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო დანახარჯი დიდ ბრიტანეთს ჰქონდა (მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3%)

მეორე პოზიცია კი გერმანიამ  დაიკავა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე, შეცვალა თავისი ქვეყნის დამოკიდებულება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ. 

2022-დან 2023 წლამდე, ევროპის ყველაზე დიდი პროპორციული ზრდა კი პოლონეთმა აჩვენა. მან თავდაცვაზე მშპ-ს 3.8% დახარჯა.