ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 11,6%-ით გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოს 855,484 ერთეული შეადგინა.

ამას მოწმობს ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ბოლო ანგარიში. ამრიგად, ევროპის ავტომობილების ბაზარი ზედიზედ 15 თვეა იზრდება.

ოქტომბერში გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში, გარდა ირლანდიისა და ნიდერლანდებისა - სადაც დინამიკა, პირიქით, უარყოფითი აღმოჩნდა და გაყიდვები, შესაბამისად, 17%-ით და 1,5%-ით დაეცა.

მაგალითად, საფრანგეთში საავტომობილო ბაზარი გაიზარდა 21,9%-ით, იტალიაში 20%-ით, ესპანეთში 18,1%-ით და გერმანიაში 4,9%-ით.

Volkswagen ჯგუფის (მათ შორის ბრენდები Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები ევროკავშირში გასულ თვეში 9,9%-ით, 210,251 ერთეულით გაიზარდა, Stellantis-ის - 11,3%-ით, 157,390 ერთეულით, სამხრეთ კორეული Hyundai-ის - 9.2%, იაპონური Toyota-ს - 11.5%, ხოლო ფრანგული Renault-ის - 24.3%, 95 630 ერთეულამდე.

Tesla-ს ელექტრომობილები ოქტომბერში 14183-ჯერ იქნა შეძენილი, ეს ციფრი დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ზოგადად, ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები შემოდგომის მეორე თვეში წლიური თვალსაზრისით 36,3%-ით გაიზარდა და 121,8 ათასი ერთეული შეადგინა.