ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გამოაქვეყნა განახლებული ევრო ბანკნოტების დიზაინი, რომლებიც მიმოქცევაში შევა რამდენიმე წელიწადში. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ECB-ის საკონსულტაციო ჯგუფმა შეადგინა შვიდი შესაძლო თემის სია მომავალი ბანკნოტებისთვის. ევროპელებს სთხოვეს ხმის მიცემა მათთვის საყვარელი თემისთვის.
ყველაზე მეტი ხმა მიიღო ორმა თემამ: „ევროპული კულტურა“ და „მდინარეები და ფრინველები: სტაბილურობა მრავალფეროვნებაში“. ECB ახლა განიხილავს დიზაინის ორ ვარიანტს.