ერთ კვირაში ევროპაში გაზის სავალუტო ფასი $60-ით დაეცა და 1000 კუბურ მეტრზე $358-იდან $298-მდე შემცირდა.

ამას ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემები მოწმობს. TTF ინდექსის მიხედვით, (ევროპის უდიდესი კერა, რომელიც ნიდერლანდებში მდებარეობს), „ლურჯი საწვავის“ ფასი 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით თითქმის 17%-ით შემცირდა. 

აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი $141-ით (32%) მეტი, თითქმის $440 იყო.

18 მაისს ევროპაში გაზის ღირებულება, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, 1000 კუბურ მეტრზე $350-მდე დაეცა.

ევროპაში გაზის ფასმა კლება 2023 წლიდან დაიწყო, რაც არანორმალურად თბილი ზამთრისა და გაზის მარაგების შევსების ფონზე გახდა შესაძლებელი.