მოლაპარაკებებში ჩართული ოფიციალური პირების თქმით, G7 და ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტს იმ მარშრუტებზე აკრძალავენ, სადაც მოსკოვმა უკვე შეწყვიტა მიწოდება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Finantial Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით პირველად მილსადენებით ვაჭრობა დასავლეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაბლოკა.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც G7-ის ლიდერებმა ამ კვირაში ჰიროშიმას სამიტზე უნდა დაასრულონ, ხელს შეუშლის რუსული მილსადენებით გაზის ექსპორტის განახლებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა პოლონეთი და გერმანია, სადაც მოსკოვმა გასულ წელს შეწყვიტა მიწოდება და გაამწვავა ენერგეტიკული კრიზისი ევროპის მასშტაბით.
დასავლეთში სურთ უზრუნველყონ, რომ რუსეთში ენერგეტიკული შემოსავლები არ გაიზარდოს და უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 15 თვის შემდეგ ეკონომიკური ზეწოლა გააძლიერონ .
G7-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური ჯგუფი კიდევ უფრო შეამცირებს რუსული ენერგორესურსების გამოყენებას „მათ შორის, თავიდან აიცილებს იმ მილსადენების ხელახლა გახსნას, რომლებიც რუსეთმა დაკეტა ენერგორესურების პოლიტიკური მიზნით გამოყენების მიზნით“, სულ მცირე, მანამ, სანამ „კონფლიქტი არ გადაიჭრება“.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილება მაშინვე მოახდენს გავლენას გაზის ნაკადებზე, თუმცა აკრძალვა უაღრესად სიმბოლურია და ხაზს უსვამს ბრიუსელის გადაწყვეტილებას, გადახაროს ღერძი ათწლეულების მანძილზე რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან.