ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტმა 440 ხმით 151-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროპაში აშშ-დან იმპორტირებულ სამრეწველო საქონლის უმეტესობაზე ტარიფები უქმდება.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის 2025 წლის ივლისში შოტლანდიაში მიღწეული შეთანხმება ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა ძალაში 2029 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება, ხოლო ექვსი თვით ადრე ევროკომისია შეთანხმების შედეგებს შეაფასებს და მისი ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე, შეთანხმება „დამცავ მექანიზმებს“ მოიცავს, რომელიც მისი პირობების შეცვლას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ პირობებს დაარღვევს.

ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი „დამცავი მექანიზმი“ ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს, რომ სატარიფო შეღავათების მოქმედება შეაჩეროს, თუ 2026 წლის 31 დეკემბრამდე აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე 15%-ზე მაღალ ტარიფებს ძალაში დატოვებს.

წყარო: ipn.ge