მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს, ერთ დღეში 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ინფორმაციის შედეგად, საფონდო ბირჟის ზრდამ განაპირობა. Bloomberg-ის გათვლებით, ეს დაკვირვებების მთელ ისტორიაში რეკორდული დღიური ზრდაა.

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანი ამჟამად 13.3 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობს.

ილონ მასკმა ამ სიაში ლიდერობა გაიმყარა, მისი აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ის აქციების ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა და 1.27 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მასკმა ერთ დღეში 164 მილიარდი დოლარი დააგროვა - დაახლოებით იგივე თანხა, რაც სიაში შემავალმა დანარჩენმა 499 ადამიანმა. მეორე ადგილზე მყოფ ლარი პეიჯს 314 მილიარდი დოლარის აქტივები აქვს, სერგეი ბრინს - 292 მილიარდი დოლარი, ჯეფ ბეზოსს - 267 მილიარდი დოლარი, ხოლო ლარი ელისონს - 247 მილიარდი დოლარი.

ვრცლად interfax – ზე