მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს გლობალურ სავაჭრო პროცესებზე, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ოლოფ გილმა. მას ევროპული მედია ციტირებს.

„არსებობს რისკი, რომ ეს გამოიწვევს გლობალურ ვაჭრობაში შეფერხებებს“, - თქვა მან.

გილის აზრით, ვაშინგტონის ამ ნაბიჯებმა შეიძლება დაარღვიოს „ეკონომიკური სტაბილურობა როგორც ატლანტიკის ერთ მხარეს ისე მეორე მხარეს“.

წყარო: interfax