„წელს რთველის პროცესში მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე კეთდება. მისი თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, არაკონდიციური ყურძენი პრაქტიკულად არ ბარდება და მევენახეები ყურძნის შესაბამის სიმწიფესა და ხარისხს ელოდებიან“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
„ადრე თუ მევენახე მობილიზებული და ორიენტირებული იყო, სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ფასში ჩაებარებინა ყურძენი და, შესაბამისად, რაც უფრო დიდი იქნებოდა მოსავალი, მით მეტი შემოსავალი მიეღო, ახლა, განხორციელებული ცვლილებით, ყურადღება არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ ნაწილს ექცევა“, — განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, ყურძნის ხარისხი უკეთესი ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას ხელს უწყობს.
„ხარისხი უკეთესი ღვინის მიღების საფუძველია, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. რაც შეეხება მიმდინარე რთველს, მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად, არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა. ეს ნიშნავს, რომ მევენახეები ელოდებიან ყურძნის შესაბამის სიმწიფესა და ხარისხს, რათა მისი ჩაბარება შესაძლებელი გახდეს“, - აღნიშნა მან.