ოფიციალური მონაცემების მიხედვით ესპანურ ფორთოხალზე კვლავ მაღალი ფასები ნარჩუნდება. როგორც east-fruit წერს, სეზონზე, რომელიც წარმოების შემცირებით დაიწყო, ფასები შარშანდელთან შედარებით მაღალი იქნება. მაგალითად პირველი ხარისხის 1 კგ ფორთოხლის ფასი  0,38-დან 0,42 ევრომდე მერყეობს.ხოლო გადასამუშავებელი ფორთოხლის ფასი 0,30-დან 0,32 ევრომდეა.

საერთაშორისო დონეზე, ევროკომისიის (EC) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ესპანური ფორთოხლის ღირებულება კოოპერატივებიდან და კერძო საწარმოებიდან კგ-ზე  0,95 ევროს შეადგენდა. ევროკომისიის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ოქტომბერში ესპანეთში ფორთოხლის ფასი 48%-ით აღემატებოდა იმავე თვის საშუალო მაჩვენებელს ბოლო 5 წლის განმავლობაში.

იტალიური ფორთოხალი 48%-ით გაძვირდა და ფასმა კილოგრამზე 1,43 ევრო შეადგინა, ხოლო ბერძნული  ფორთოხლის ფასი გაზრდილია 73% და მისმა ფასმა  კგ-ზე 1,22 ევრო შეადგინა.

ნაკლები იმპორტი

2023/24 წლების კამპანია იმით დაიწყო, რომ ევროკავშირმა წინა წლებთან შედარებით ფორთოხლის ნაკლები მოცულობა შემოიტანა, სექტემბრიდან ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირში 230,475 ტონა ფორთოხალი  შევიდა, რაც 2022-2023  წლებთან  შედარებით 31,5%-ით  ნაკლებია. ევროკავშირის  მთავარი მიმწოდებელი,  სამხრეთ  აფრიკა  იო  მისი  წილი  ბაზარზე 79,6%-ია.