ევროკავშირი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე ჩინური ჰიბრიდული და დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტი განახევრდება.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჩინეთის ბაზარზე ევროპული კომპანიების წვდომის გაუმჯობესებასა და იშვიათმიწა ლითონების ექსპორტის ლიცენზირების პროცედურების გამარტივებას,- ამის შესახებ ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა პარასკევს, პეკინში განაცხადა, სადაც ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებების გასამართად იმყოფებოდა.

„მოლაპარაკების დასასრული შორს არის. არსებული შეთანხმება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი“, - აღნიშნა შეფჩოვიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომევროკავშირი ჩინური ავტომობილების იმპორტის შემცირებით ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის დაცვასა და ჩინეთთან მზარდი სავაჭრო დეფიციტის შემცირებას უკვე წლებია ცდილობს. ევროპელი მწარმოებლებისთვის კონკურენციას ჩინური ავტომობილების დაბალი ფასები ართულებს, ხოლო ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დეფიციტმა დღეში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.