რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელლა პამფილოვას განცხადებით, საბოლოო მონაცემებით, სახელმწიფო დუმის IX მოწვევის არჩევნების შედეგად „ერთიანმა რუსეთმა“ 349 მანდატი მოიპოვა. აქედან 140 მანდატი პარტიულ ფედერალურ სიაზე მოდის, 209 კი — ერთმანდატიან ოლქებზე. ეს რუსეთის მმართველი პარტიისთვის სახელმწიფო დუმაში მოპოვებული მანდატების რეკორდული რაოდენობაა.„ერთიანი რუსეთის“ დღემდე ყველაზე მაღალი შედეგი 2016 წლის არჩევნებში იყო - 343 მანდატი. 

რაც ეხება, ხვა პარტიებს, მათ მანდატები ასე გადაუნაწილდათ: კომუნისტურ პარტიას — 37, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას — 23, „ახალ ხალხს“ — 19, „სამართლიან რუსეთს“ — 17, ხოლო „როდინას“ — ერთი მანდატი. ოთხი მანდატი დამოუკიდებელ კანდიდატებს ერგოთ.

პამფილოვას ინფორმაციით, ახალ მოწვევაში ასევე 46 ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილე და ვეტერანი აირჩიეს, რაც დუმის ადგილების 10%-ზე მეტია.

არჩევნებს კრიტიკა მოჰყვა როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებლებისა და ოპოზიციური ჯგუფების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა არჩევნებზე დამკვირვებლების არმიწვევა რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუსაბამოდ შეაფასა. დამოუკიდებელი დამკვირვებლები ასევე მიუთითებდნენ დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, ამომრჩევლებზე ადმინისტრაციული ზეწოლისა და შესაძლო საარჩევნო დარღვევების შემთხვევებზე.