თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და მოსახლეობა მაისში მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადებისგან გაათავისუფლა.
ამ გადაწყვეტილების გამო, ივნისში შესაძლოა თურქეთში წინა თვესთან შედარებით ნეგატიური ინფლაცია დაფიქსირდეს, რაც 4 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის პირველი შემთხვევა იქნება.
თურქეთში ნეგატიური თვიური ინფლაცია ბოლოს 2018 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ხმების 52,2%-ით ქვეყნის ლიდერად ხელახლა აირჩიეს.