EgyptAir–ი 2026 წელს მარშრუტების ქსელის აქტიურად გაფართოებას და ახალი პირდაპირი საერთაშორისო რეისების გახსნას გეგმავს.
ყველაზე პერსპექტიულ რეისებს შორისაა კაიროსა და აშშ-ს შორის პირდაპირი რეისები. EgyptAir მაისში ეგვიპტის დედაქალაქს ლოს-ანჯელესთან დააკავშირებს, ამასთან ეს მარშრუტი ავიაკომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი პირდაპირი რეისი გახდება. ავიაკომპანია დარწმუნებულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობის განვითარებას.
ავიაკომპანია ივნისიდან თავის გრაფიკს ასევე დაამატებს კაირო-ჩიკაგოს რეისებს, რამაც „უნდა გაამყაროს კავშირები ცენტრალურ აშშ-სთან და შეამციროს დამოკიდებულება სატრანზიტო მოგზაურობაზე“.
საერთო ჯამში, EgyptAir-ის ქსელის გაფართოების გეგმა მოიცავს ევროპასა და აფრიკაში მარშრუტების რაოდენობის გაზრდას, ახლის გახსნის შესაძლებლობის შესწავლას ან არსებული რეისების სიხშირის გაზრდას, რათა კაიროს საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 85 საერთაშორისო მიმართულებას მიაღწიოს.