ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მომავალი, შესაძლო პანდემიებისთვის მზადებას.

ორგანიზაციამ დაასრულა Polaris II - ორდღიანი მაღალი დონის სწავლება, რომელიც დაფუძნებული იყო სცენარზე ახალი, გამოგონილი ბაქტერიული აფეთქების გავრცელების შესახებ მთელს მსოფლიოში.


სწავლებაში ათეულობით ქვეყანა მონაწილეობდა. ქვეყნებმა გამოსცადეს თავიანთი მზადყოფნა პანდემიებისა და სხვა, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის საგანგებო რეაგირების შესაძლებლობების მობილიზებით, ინფორმაციის გაზიარებით და კოორდინაციით ქვეყნებს, პარტნიორებსა და ჯანმო-ს შორის.

2025 წლის აპრილში ჩატარებული Polaris I-ის წარმატების საფუძველზე, რომელიც გამოგონილი ვირუსის გავრცელების სიმულაციას წარმოადგენდა, მონაწილე ქვეყნებმა გაააქტიურეს საგანგებო კოორდინაციის მექანიზმები და, რეალურ პირობებში, გამოიყენეს ინფორმაციის გაზიარება, უზრუნველყონ კოორდინირებული რეაგირების ძალისხმევა და საგანგებო რეაგირების შესაძლებლობების მობილიზება მოახდინეს.

„Polaris II-მა აჩვენა მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გლობალური თანამშრომლობა არ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

„პოლარის II“-ის სწავლების დროს სახიფათო პათოგენის გავრცელების რეალურ პირობებში სიმულირებით, ჩვენ შევძელით არსებული გეგმების პრაქტიკაში გამოცდა. გეგმის შედგენა ერთია; იმის ცოდნა, მუშაობს თუ არა ის - სულ სხვა“, - აღნიშნა ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ედენილო ბალტაზარ ბარეირა ფილიომ.

ეროვნული ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების განგაშისა და რეაგირების ჩარჩო გამოქვეყნდა 2025 წლის ოქტომბერში და აღწერს ძირითად ფუნქციებს, კოორდინაციის მექანიზმებსა და ქმედებებს, რომლებიც საჭიროა ეფექტური საგანგებო რეაგირებისთვის ადგილობრივ, ქვეეროვნულ და ეროვნულ დონეზე.

წყარო: jandacva.ge