ჰოლივუდის მსახიობმა დუეინ The Rock ჯონსონმა ყველაზე დიდი ჰონორარის რეკორდი დაამყარა - ის 50 მილიონ დოლარს მიიღებს ფილმში Red Head-ში შესრულებული როლისთვის. ამის შესახებ The Direct-ი იტყობინება.

ყოფილმა სპორტსმენმა ამ ჰონორარით რობერტ დაუნი უმცროსის შედეგი გააუმჯობესა. ამ უკანასკნელმა 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა რკინის კაცის როლის შესრულებისთვის ფილმში „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“.

გარდა ამისა, ჯონსონმა საკუთარი რეკორდი გააორმაგა - ფილმში „ფორსაჟი: ჰობსი და შოუ" მან 2019 წელს 23,5 მილიონი დოლარი მიიღო.

მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულში არიან:

  1. ვილ სმიტი - $40 მლნ. - „მეფე რიჩარდი“,
  2. ჯონი დეპი - $35 მლნ. - „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე“,
  3. უილ სმიტი - $35 მლნ. - „გათავისუფლება“,
  4. კიანუ რივზი- $30 მლნ. - „მატრიცა გადატვირთვა“ და „მატრიცა რევოლუცია“,
  5. მელ გიბსონი - $30 მლნ. - „სასიკვდილო იარაღი“,
  6. ლეონარდო დიკაპრიო - $30 მლნ. - „ნუ ეძებ“,
  7. ლეონარდო დიკაპრიო - $30 მლნ. - „ყვავილების მთვარის მკვლელები“,
  8. არნოლდ შვარცენეგერი - $29,25 მლნ. - „ტერმინატორი 3“,
  9. რობერტ დაუნი უმცროსი - $20 მლნ. - „შურისმაძიებლები: ბოლო თამაში“.