იტალიურმა ავტომწარმოებელმა Maserati-მ და დუბაიში დაფუძნებულმა დეველოპერმა SAMANA Developers-მა ოფიციალურად წარმოადგინეს Maserati Island, ბრენდის პირველი საცხოვრებელი პროექტი. კერძო, ბრენდირებული კუნძული დუბაიში ხელოვნური არქიპელაგის, „მსოფლიო კუნძულების“ ნაწილი იქნება, რომლის გასაღებები პირველ მფლობელებს 2030 წლის მეოთხე კვარტალში გადაეცემა.

პროექტი აღნიშნავს SAMANA COLLECTA-ს, ახალი ულტრა პრემიუმ დივიზიონის დებიუტს, რომლის მიზანია Casa Maserati-ს დამახასიათებელი დიზაინის ფილოსოფიის გადატანა მთელი წლის განმავლობაში წყალთან ცხოვრების ფორმატში.

Maserati Island–ის ტერიტორიაზე აშენდება 849 ქონება, მათ შორის 840 ბრენდირებული ბინა (სტუდიოებიდან დაწყებული ოთხსაძინებლიანი რეზიდენციებით დამთავრებული), შვიდი ექსკლუზიური ვილა წყალზე და ორი ვილა, რომლებიც გარშემორტყმულია ლანდშაფტური ბაღებით. გაყიდვების პირველი ფაზის ფარგლებში, მყიდველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 232 საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან თითოეული აღჭურვილია კერძო აუზით. 

საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეების ინტერიერზე პასუხისმგებელია A++ Studio-ს ცნობილი არქიტექტორი კარლო კოლომბო. ინტერიერში გამოყენებულია Maserati-ს ტყავი და ხე, ასევე ავეჯი ექსკლუზიური Giorgetti Maserati Edition კოლექციიდან.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე