Global Citizen Solutions-მა გამოაქვეყნა „Happy Passports Index 2026“, რომელიც 50 ქვეყნის რეიტინგს მოიცავს და რომელიც კეთილდღეობის, საერთაშორისო მოგზაურობის შესაძლებლობებისა და ცხოვრების ხარისხის მიხედვით არის შედგენილი.

ინდექსის შედგენისას მკვლევრებმა შეაფასეს ოთხი ძირითადი კატეგორია: კეთილდღეობა, შიდა თავისუფლება, საერთაშორისო მობილურობა, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ასევე გათვალისწინებული იქნა ცხოვრებით კმაყოფილება, სამოქალაქო თავისუფლებები, პასპორტის ძალა, საერთაშორისო მოგზაურობის ხელმისაწვდომობა, შემოსავალი და ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა.

რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთმა დაიკავა, რომელმაც 100 შესაძლო ქულიდან 93.2 ქულა მოიპოვა. მეორე ადგილზე ისლანდია გავიდა (92.4), ხოლო მესამეზე დანია (92.1). ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნორვეგია (89.3) და შვეიცარია (88.3). ამრიგად, წამყვანი პოზიციები უპირატესად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა დაიკავეს.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ძლიერი პასპორტი და მაღალი შემოსავალი სულაც არ ნიშნავს უფრო მაღალ ბედნიერებას. ანალიზის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრებით კმაყოფილება უფრო მჭიდრო კავშირშია პირადი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებასთან, ვიდრე მოგზაურობის შესაძლებლობებთან ან მატერიალურ კეთილდღეობასთან.

Happy Passports Index 2026–ის ტოპ 10:

ფინეთი
ისლანდია
დანია
ნორვეგია
შვეიცარია
შვედეთი
ნიდერლანდები
ახალი ზელანდია
ავსტრია
სინგაპური

წყარო: 34travel.me