UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოში სპორტული დარბაზის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა La Gazzetta dello Sport Georgia-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.  

თოფურიას თქმით, მისი მიზანი ქართული სპორტის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

„მინდა, ქართულ სპორტში წვლილი შევიტანო და ამისთვის უახლოეს მომავალში საქართველოში სპორტულ დარბაზს გავხსნი“, — განაცხადა ილია თოფურიამ.