Reuters/Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და 32%-ს შეადგენს.

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 66% დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა. Reuters/Ipsos კვლევის მიხედვით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აშშ-ის პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალია და მას შემდეგ არ გაზრდილა.

ამასთან, გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 31% უჭერს მხარს ირანის წინააღმდეგ ომს. გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უეჭერენ თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციითა და ინტერესთა კონფლიქტით.

რაც შეეხება უშუალოდ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წევრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვას, Reuters/Ipsos-ის თანახმად, რესპუბლიკელების 75% დონალდ ტრამპს დადებითად აფასებს, 77% – ჯეი დი ვენსს, ხოლო 70% – მარკო რუბიოს. დემოკრატიული პარტიის წევრებს შორის კი ჰაკიმ ჯეფრისის მოწონების რეიტინგი 40%-ია, ჩაკ შუმერის – 34%.

Reuters/Ipsos-მა 13-16 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 521 ზრდასრული ამერიკელი გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი დაახლოებით სამი პროცენტული პუნქტია.

წყარო: პირველი არხი