დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის ბიზნეს დოკუმენტაციის ფალსიფიცირებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

თავად ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს.

ამჟამად ტრამპი მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს ოთხში იმყოფება, სადაც ის მოსამართლის წინაშე წარდგება, რომელიც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ვარაუდობენ, რომ ტრამპს გირაოთი გაათავისუფლებენ, რის შემდეგაც ის ფლორიდაში დაბრუნებას და მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

როგორც მანამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული.