კონსერვატიული პარტიის დეპუტატის, პოლინ ლეტჰემის თქმით, რომელმაც შესაბამისი რეზოლუცია წარადგინა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში (პარლამენტის ქვედა პალატაში), 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში არსებული შიმშილი ხელოვნური იყო, მისი გაჩენა კი უკრაინელი გლეხებისგან მოსავლის იძულებით კონფისკაციამ განაპირობა.

მან პარალელები გაავლო დღეს არსებულ ვითარებასთან, როდესაც რუსეთის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინულ ხორბალს იპარავს.

“სწორედ ამიტომ უნდა დავარწმუნოთ უკრაინული ხელმძღვანელობა და საერთაშორისო მართლმსაჯულება, რომ დიდი ბრიტანეთი - როგორც მინიმუმ, ბრიტანული პარლამენტი - სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების იგნორირებას არ დაიწყებს”, - განაცხადა ლეტჰემმა.


აღნიშნული რეზოლუცია დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ერთხმად მიიღო.