დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაზრდის ტარიფებს ფოლადის იმპორტზე და შეამცირებს იმპორტის კვოტებს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ფოლადის ინდუსტრიას, რომელიც დასუსტებულია მკაცრი კონკურენციის გამო.

1 ივლისიდან იმპორტის კვოტა მიმდინარე დონესთან შედარებით 60%-ით შემცირდება, ხოლო ამ კვოტაზე მეტი ფოლადის შესყიდვაზე გადასახადი 25%-დან 50%-მდე გაიზრდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა.

ქვეყნის ფოლადის სექტორი დიდი ხანია სუსტდება, ადგილობრივ მწარმოებლებს უჭირთ უფრო იაფ იმპორტირებულ პროდუქტებთან კონკურენცია.

ვრცლად interfax - ზე