ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც „ჯვაროსნები“ ისრაელსა და ლიეტუვასთან მარტის ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ.

ფრანგმა სპეციალისტმა ამხანაგური მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გრაცის „შტურმის“ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი.

საქართველოს ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩებს 26 მარტს თბილისში, ისრაელთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე გამართავს, ხოლო 29-ში სტუმარად, კაუნასში ლიეტუვას დაუპირისპირდება – მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („ატრომიტოსი“, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი).

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უოტფორდი“, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი („ბეითარი“, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი გულიაშვილი („რასინგი“, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი).

23 მარტს, 11:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლისა და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

წყარო: პირველი არხი