დღეს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. ამის შესახებ BBC წერს.

ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება.

2024 წლის დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში 4 515 კანდიდატი მონაწილეობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 მანდატია საჭირო.

ბოლო დროინდელი გამოკითხვები არჩევნებში ლეიბორისტების გამარჯვებას პროგნოზირებს.