საერთაშორისო გადამზიდავების ფრენები ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩინეთის მიმართულებით მიმდინარე ზაფხულში, 2018 წლის პიკთან შედარებით, 60%-ით შემცირდა. ამის მიზეზი ავიაკომპანიების მიერ ჩინეთის მიმართულებებზე ოპერირების შეჩერებაა. მაგალითად, British Airways-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ოქტომბრიდან შეაჩერებს ფრენებს ლონდონსა და პეკინს შორის.

რამდენიმე კვირით ადრე Virgin Atlantic-მა დახურა მარშრუტი შანხაის მიმართულებით. ავსტრალიური Qantas ასევე გეგმავს შეაჩეროს სიდნეი-შანხაის ფრენები, რადგან მისი თვითმფრინავები ამ მარშრუტზე ზოგჯერ ნახევრად ცარიელი დაფრინავს.

დასავლური და ევროპული ავიაკომპანიების უარი ჩინეთში ფრენებზე განპირობებულია არა მხოლოდ პეკინსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობით, არამედ სხვა, უფრო პრაგმატული მიზეზებითაც. პანდემიამდე ჩინეთს დასავლური ავიაკომპანიები, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, ძალიან პერსპექტიულ მიმართულებად ასახელებდნენ, წერს The Financial Times.

თუმცა, პანდემიის დროს ფრენების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. საზღვრების გახსნის შემდეგ ავიაკომპანიები ცდილობდნენ მარშრუტების აღდგენას, მაგრამ გარკვეული სირთულეები შეექმნათ. პირველ რიგში, რუსეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვით.

2022 წელს რუსეთის საჰაერო სივრცე ამერიკული და ევროპული ავიახაზებისთვის დაიხურა, რამაც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ჩვეულებრივი ფრენების მარშრუტებიდან გადახრა გამოიწვია.

როგორც ავიაკომპანიებმა აღნიშნეს, რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ მათი საწვავის ხარჯები გაზარდა, რაც საოპერაციო ხარჯების 25-დან 30%-მდეა. ამ ყველაფერმა კი ჩინურ გადამზიდავებთან შედარებით ფრენები წამგებიანი გახადა. ჩინური ავიაკომპანიები რუსეთის საჰაერო სივრცეს ძველებურად იყენებენ.

დატვირთული ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში საერთაშორისო გადამზიდავების ფრენების რაოდენობა ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩინეთში 60 პროცენტზე მეტით შემცირდა.

წყარო: ავიანიუსი