ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა გამოაქვეყნა ევროპული ტურისტული ღირსშესანიშნაობების სია, რომლებიც, რედაქტორების აზრით, მოგზაურებმა 2026 წელს უნდა აიცილონ თავიდან. სიის ავტორები ამ ადგილებს ძვირადღირებულ, ტურისტებით გადატვირთულ და ადგილობრივ კულტურასთან ნაკლებად დაკავშირებულ ადგილებად მიიჩნევენ.

რეიტინგში პირველი ადგილი ვერონაში მდებარე „ჯულიეტას აივანს“ მიენიჭა: ნაგებობას არანაირი ისტორიული კავშირი არ აქვს შექსპირის შემოქმედებასთან და აშენდა დიდი დრამატურგისა და პოეტის გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ხოლო ვიზიტორებისთვის შესვლა ფასიანია.

მეორე ადგილზე ლონდონის ლესტერ სკვერი გავიდა. გაზეთმა „ტელეგრაფმა“ ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ და სტრესულ ზონად აღწერა, რომელიც ძირითადად ტურისტებზე ორიენტირებული.

მესამე ადგილი ისლანდიის ლურჯმა ლაგუნამ დაიკავა. გამოცემის ცნობით, პოპულარული თერმული კურორტი მოლოდინებს ვერ ამართლებს და უფრო ხალხმრავალ მოსაცდელ ადგილს ჰგავს, ვიდრე დასასვენებელ ადგილს.

 The Telegraph-ის მიხედვით, ევროპის ყველაზე იმედგამაცრუებელი ტურისტული ღირსშესანიშნაობების სრული სია ასეთია:

ჯულიეტას აივანი – ვერონა, იტალია;
ლესტერ სკვერი – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;
ცისფერი ლაგუნა – ისლანდია;
ბლარნი სტოუნი – კორკის საგრაფო, ირლანდია;
რიპერბანი – ჰამბურგი, გერმანია;
მანეკენ პისი – ბრიუსელი, ბელგია;
მონა ლიზა – პარიზი, საფრანგეთი;
გონდოლით გასეირნება – ვენეცია, იტალია;
პატარა ქალთევზა – კოპენჰაგენი, დანია;
ჯონ ო’გროტსი – შოტლანდია.

The Telegraph–ში აზუსტებენ რომ ჩამონათვალი პოპულარული ადგილების „გაუქმების“ მოწოდება კი არ არის, არამედ გაფრთხილებას წარმოადგენს, რომ შესაძლოა ისინი ტურისტების მოლოდინებს არ აკმაყოფილებდნენ.

წყარო: 34travel.me